სანზონაში 15 წლის დათო კრავეიშვილის მკვლელობის 2 ვერსია არსებობს

სანზონაში 15 წლის დათო კრავეიშვილის მკვლელობის 2 ვერსია არსებობსრა გახდა სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის მიზეზი – “პირველების” ინფორმაციით, საუბარია ორ ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი გოგონას გამო მოკლეს, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დავით კრავეიშვილის მკვლელებს მაღაზიაში მოზარდის დედის ვალი ჰქონდათ.

15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 2 არასრულწლოვან დააკავა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე მოზარდი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ნახალოვკის საძმოს წევრები იყვნენ.