“სტუდენტმა სანდრო კუთხაშვილმა სანზონაში საწარმო შექმნა, მშობლები ამერიკაში ჰყავს, მაგრამ ისინი არ ეხმარებიან და ეს სწორია…”

"სტუდენტმა სანდრო კუთხაშვილმა სანზონაში საწარმო შექმნა, მშობლები ამერიკაში ჰყავს, მაგრამ ისინი არ ეხმარებიან და ეს სწორია..."აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ეს პოსტი ბოლომდე უნდა წაიკითხოთ, ძალიან მაგარი ამბით მოვედი და ახლა გეტყვით რატომ:
სანზონაში, გურამიშვილის გამზირის N23 (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ) გაიხსნა ნახევარფაბრიკატების ახალი საწარმო – ფაბრიკატი/2.

საწარმოში მზადდება ნახევარფაბრიკატების ნაირსახეობა, როგორებიცაა: ხინკალი (ქალაქური, მთიულური, კარტოფილის) ვარენიკი (ხაჭოთი და ყველით) ბლინი ხორცის, კატლეტი, პელმენი (ციმბირული).

საწარმო ორიენტირებულია ხარისხზე და პროდუქტი მზადდება ქართული ნედლეულით.
მოთხოვნასთან ერთად გაიზრდება პროდუქციის ასორტიმენტი.

კერძო შეკვეთებისთვის დაუკავშირდით 558493737, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გაუყინავი პროდუქტის ადგილიდან გატანაც.
პოსტი რიგითი საწარმოს რეკლამად დარჩებოდა, რომ არა ერთი დეტალი: “ფაბრიკატი/2” შეიქმნა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, სანდრო კუთხაშვილი სტუდენტია და თან საკუთარი საქმე წამოიწყო.

ჩემი სიხარული უფრო მეტად იმან გამოიწვია, რომ სანდროს მშობლები ამერიკაში ემიგრანტები არიან. ამერიკული ხელფასიდან გამომდინარე, თავისუფლად შეეძლოთ შვილის პროექტი თავად დაეფინანსებინათ, მაგრამ ესაა სწორი მიდგომა, ამ ასაკიდანვე ასწავლო შვილს ფინანსური დამოუკიდებლობა მარი და თემურ გილოცავთ მაგარი ბიჭის მშობლები ხართ მარი მარი Temur Kutkhashvili
შევუწყოთ ხელი ახალ ქართულ ბიზნესს, რათა ეს მოტივაცია გახდეს სხვა ემიგრანტი მშობლების შვილებისთვისაც.”