წყალტუბოში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა

წყალტუბოში მგელმა სამი ადამიანი დაკბინაწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევა ფერმის ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც კლინიკის ექიმი ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ხელზე აქვთ. მათ ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება. გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი მამაკაცია.