ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემი აზრით ევროპის ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავთ ასეთ ბრდღვიალა და განათებულ ქალაქს. ან რა საახალწლო სოფლებია?! ან რა ნაძვის ხე?! რუსთაველი?! კოსმოსია! ჭავჭავაძე რაღაც ჯადოსნურ მოგზაურობას გვთავაზობს. კალაძის მილანი-პარიზი და გაზაფხული-ზაფხული იგრძნობა ყველა ტოტში. გემოვნება, ლორო პიანა, მალდინი, ფეშენ-ვიკი, სიმდიდრე, სიფსიხე. და ამ სრულიად სხვა ლეველზე გასულ დედაქალაქს მართავს კაცი, რომელმაც არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მასსავით არავის ესმის როგორ მორთოს, ჩაიცვას, იბლატაოს, გაანათოს, მოიპაროს, ილაპარაკოს ბევრად კარგად, ვიდრე ლაპარაკობდა. დიახ, ამ სამტრედიიდან-მილანამდე გავარდნილ კაცს ეს ყველაფერი ნამდვილად ჰქონდა დასამტკიცებელი თბილისის ცენტრალური უბნებისთვის, რომლის მერიც არის დღეს. და პრინციპში, ამტკიცებს კიდეც ამას ყველა სუპერ განათებული მავთულით, იმ ნაძვის ტოტებით, (რომლის გაქუცული სილამაზე მხოლოდ მას ესმის), სუპერ ავტობუსებით, უსვეტესი ლუქით, 800 ლარიანი პარკინგით და 250 ლარიანი აბონიმენტებით. ის ნამდვილად არის უდასტოინესი მერი.
და ამ ქალაქში დეზერტირების ბაზართან გუშინ 60 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს. უსალხკაროდ დარჩენილი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. დღეს დილით კაცი გარდაცვლილი ურიკაზე ნახეს.
თვითმხილველების თქმით, უსახლკარო კაცი საავადმყოფომ არ მიიღო და უკან გამოაბრუნა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
სიცოცხლით სავსე ქალაქში მოხდა ეს ამბავი.”

