“ვინც ეს ძაღლი მოკალით, ადამიანები არ ხართ… თურმე ანტიკვარ ღობეს გიფუჭებდათ… ალბათ თხრილშიც მოისროლე…” – ირინე მჭედლიძე

"ვინც ეს ძაღლი მოკალით, ადამიანები არ ხართ... თურმე ანტიკვარ ღობეს გიფუჭებდათ... ალბათ თხრილშიც მოისროლე..." - ირინე მჭედლიძეირინე მჭედლიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ვინც ეს ძაღლი მოკალით, მინდა, იცოდეთ, რომ არ ხართ ადამიანები! უთბილესი და უჭკვიანესი იყო. პუშკინის ქუჩაზე ცხოვრობდა და პუშკინი შევარქვი. საჭმელს რომ ვაჭმევდი, როგორი მშიერიც უნდა ყოფილიყო, ჯერ თავს მადებდა, მომეფერეო და მერე ჭამდა. ყველაფერი ესმოდა. 15 დღე არ ვიყავი სახლში, დედაჩემს საჭმელი დავუტოვე, რომ დაეყარა, მაგრამ მეუბნებოდა, არსად ჩანსო. ვფიქრობდი, რადგან მე ვერ მხედავდა, ამიტომ აღარ მოდიოდა ჩვენს ეზოსთან. ორი.დღის წინ ჩამოვედი, დღეს საძებნელად წავედი და მითხრეს, რომ ტყვიით მოკლეს. თურმე ანტიკვარ ღობეებს უფუჭებდათ და ამიტომ!..
ზუსტად ვიცი, ახლა ამ პოსტს კითხულობ და ალბათ გამარჯობასაც მეუბნები ხოლმე, ჰოდა, იცოდე, არ ხარ ადამიანი და ნურც მომესალმები! პუშკინისთვის სახლი უნდა დამედგა ამ დღეებში და რა გააკეთე! ალბათ ნაგავშიც მოისროლე! აქვე ყველას ვაფრთხილებ, ჩემი ედი სახლიდან ხშირად იპარება, არის უწყინარი, უყვარს ადამიანები და ძაღლებთან თამაში, კბენა არც იცის, რა არის, ჰოდა, რამეს თუ დაუშავებთ, პასუხს გაგებინებთ უმკაცრესად! ერთხელ უკვე მომიწამლეთ (ექიმს არ დავუჯერე, რომ მითხრა, მოგიწამლესო, ამას არავინ იკადრებდა-მეთქი, მაგრამ ახლა მჯერა), მეორედ არ გაპატიებთ!
და კიდევ, დედამიწა არა მხოლოდ ჩვენთვის შექმნა ღმერთმა, ცხოველებიც გაითვალისწინა. არც უბნებია მხოლოდ თქვენი, ცხოველებსაც აქვთ უფლება, იარონ (ამ პოსტის ქვეშ წყევლას ნუ დაიწყებთ, წავშლი).”