“1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა… ნარდი გიგამ წაიღოსო” – გიგა მაქარაშვილი

"1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა... ნარდი გიგამ წაიღოსო" - გიგა მაქარაშვილიგიგა მაქარაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა
ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო, მთხოვა. მივუტანე
სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა რათა ხარ მოწყენილი მეთქი ვკითხე და მეშინიაო!
რამე რომ დაგემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო
ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა
ნარდი გიგამ წაიღოსო დაუბარებია
გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება.”