„21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, წყალი რომ გაითიშება, რა ევროპაზეა საუბარი“ –  გიორგი ფხაკაძე

„21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, წყალი რომ გაითიშება, რა ევროპაზეა საუბარი“ -  გიორგი ფხაკაძე გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, წყალი რომ გაითიშება, რა ევროპაზე და რა განვითარებაზე არის საუბარი.

ფული არის ევროპულ ნაძვის ხეში და ევროპულ ნაგვის ურნებში, მაგრამ დილას უწყლო შხაპი წინასაახალწლოდ, ეს რა არის?! ანუ 2021 წლის ჭუჭყი 2022 წელს უნდა გადაიყოლო?

დავიღალეთ ამ კორუმპირებული და არაპროფესიონალი მმართველობით.

წყალი ჩართეთ, ტეხავს!“

გუშინ,  31 დეკემბერს  თბილისში 1.500-მდე ქუჩს წყალი არ მიეწოდებოდა.