ნიკა ქაცარიძეს მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციურად ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:
„კნეინა შენ ყველაზე ძლიერი ხარ“, ძლიერი კი არა ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე.
ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ.
უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ“.

