აფეთქებას ტყიბულის მაღაროში 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა

აფეთქებას ტყიბულის მაღაროში 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლატყიბულის მაღაროში 30 იანვარს მომხდარ აფეთქებას 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა.

მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დაშავდა კიდევ 8 თანამშრომელი. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ტყიბულის კლინიკაში აღმოუჩინეს. შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

აფეთქება დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა.

მთავარი