გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია.
,,გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.
იპნ