ავარია გურჯაანში – დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა

ავარია გურჯაანში - დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე დაშავდამსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში – გარდაცვლილია ერთი და ორი მძიმედაა დაშავებული. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა.

ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ორი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები არიან.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, კრიტიკულია .

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი