ავსტრალიის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობა რაფაელ ნადალმა მოიგოესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ტურნირის ფინალში მან მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში დაამარცხა ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5. შეხვედრა 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

35 წლის ნადალი ამ ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. პირველად მან Australian Open-ი 2009 წელს მოიგო. მსოფლიოს მეექვსე ჩოგნისთვის ეს დიდი სლემის 21-ე მოგებული ტურნირი გახდა.

ამ მაჩვენებლით მან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გაუსწრო.

ქალებს შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ეშლი ბარტი გახდა.

იმედინიუსი