ბექა ყორშია – “სამშაბათს და ხუთშაბათს დილის რვის ნახევრიდან მეც გაგაღვიძებთ…”

ბექა ყორშია - "სამშაბათს და ხუთშაბათს დილის რვის ნახევრიდან მეც გაგაღვიძებთ..."ბექა ყორშიამ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობრებო, ვცდილობ, ნელ-ნელა დავუბრუნდე აქტიურ ცხოვრებასა და სამუშაო პროცესს.

ამ სეზონიდან მთავარი არხის დილის ეთერის წამყვანთა გუნდს შევუერთდი – მართლა გამორჩეულად ნიჭიერ ხალხს. ასე რომ, სამშაბათს და ხუთშაბათს დილის რვის ნახევრიდან მეც გაგაღვიძებთ ხოლმე. ხუთშაბათობით კი ასეთი რუბრიკა მექნება – “ყორშიას ამბები”, სადაც ქართული და არაბული პრესის ყველაზე უცნაურ, გინდა – აბსურდულ ამბებს გაგაცნობთ.
რაც შეეხება ჩემს ტრადიციულ შაბათის სიუჟეტებს, ამ სეზონიდან კვირა დღეს გადავინაცვლებ და Post Factum-ის ბრწყინვალე და მე ვიტყოდი, ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ ჟურნალისტებთან ერთად შევუდგები საყვარელ საქმეს.
ჩემი სიუჟეტების ფორმა და შინაარსი ცხადია, უცვლელი რჩება – მწარედ დავცინით ყველას, ვინც ხალხს დასცინის. ამ ორი წლის განმავლობაში, ერთ რამეს მივხვდი – ქართველ პოლიტიკოსს კორუმპირებული, მიმტაცებელი და მკვლელი რომ ეძახო, კიდია, ყურსაც არ შეიბერტყავს. აი, როცა დასცინი – ბრაზისგან შეიძლება ჭკუიდან გადადგეს, რადგან გულის სიღრმეში თავადაც გრძნობს, რომ მართალი ხარ.
მოკლედ, “აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”. ყოველ კვირას, საღამოს ცხრაზე გელოდებით “მთავარ არხზე”