„ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს კონტაქტს“ – თათია შარანგია მეორედ დაინფიცირდა

„ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს კონტაქტს“ - თათია შარანგია მეორედ დაინფიცირდა თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს:

„ეტყობა ისე ტკბილად მოვექეცი პირველად და იმდენად შევაყვარე თავი, მეორედაც მომაკითხა.

„ომიკრონი“ ხარ თუ ვინც ხარ, ახლაც მოგეფერები, ახლაც მოგიყვები განვლილ 32 წელიწადზე, დაგღლი და დაგემშვიდობები. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს „კონტაქტს“, პირველივე სიმპტომის გამოვლენისას დავიტესტე. მანამდე 11 იანვარს დავიტესტე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“.