ჩაკვეტაძე 6 თვით ჰამბურგში გადავიდა

ჩაკვეტაძე 6 თვით ჰამბურგში გადავიდასაქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ “ჰამბურგში”, ექვსთვიანი იჯარით განაგრძობს.

საიჯარო ხელშეკრულება “ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას “გენტთან” ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელს “გენტში” თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდა.

“ჰამბურგი” მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. ტიმ ვალტერის გუნდს “შალკეს” მსგავსად, 34 ქულა აქვს.

ჩაკვეტაძის ახალი კლუბი 28 იანვარს, ამხანაგურ მატჩში დანიურ “მიტდიულანდს” შეხვდება, ჩემპიონატს კი 6 თებერვალს, “დარმშტადთან” სტუმრობით განაახლებს.

სპორტალი