დედოფალმა ელისაბედმა პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილისა და ბრინჯის ჭამა აუკრძალა

დედოფალმა ელისაბედმა პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილისა და ბრინჯის ჭამა აუკრძალამიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულები მუშაობენ, არის პროდუქტების სია, რომელთა გამოყენება ოჯახის წესების მიხედვით აკრძალულია. სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი, დარეკ მაკრედი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც მენიუდან დედოფალ ელისაბეთის მკაცრი მოთხოვნით არის ამოღებული. ძირითადად ეს არის ნახშირწყლები, მაგალითად სამეფო ოჯახში საერთოდ არ ჭამენ კარტოფილს, ბრინჯსა და სხვა პროდუქტებს.

როგორც ირკვევა, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს პრაქტიკულად აკრძალული აქვთ კარტოფილისა და ბრინჯის მირთმევა, რადგან დედოფალი მიიჩნევს, რომ ისინი ძალზედ უსარგებლოა. ასევე აკრძალულია ტომატ-პასტაც, რადგან მიიჩნევა, რომ ის სასარგებლო პროდუქტების სიაში არ შედის. როგორც შეფ-მზარეული ამბობს, არის გამონაკლისი, როდესაც მსგავს პროდუქტებს სამეფო ოჯახი ბავშვების დაბადების დღეებზე ამზადებს.

ფორტუნა