ძლიერი ხანძარი საბურთალოზე – 1 ნაგებობა დაიწვა

ძლიერი ხანძარი საბურთალოზე - 1 ნაგებობა დაიწვათბილისში, საბურთალოზე, ტექნიკუტრ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 1 ნაგებობა, თუმცა საბედნიერო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

რუსთავი 2