გერმანიაში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსით 80 430 ადამიანი დაინფიცირდა.
დღიური მაქსიმუმი ბოლოს 26 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 76.000-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში ამ დროისთვის 7.661.811 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული.
გარდაცვლილია 114.735 ადამიანი.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 75% სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.
იპნ