„გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ სამედიცინო კანაფი დათესა

„გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ სამედიცინო კანაფი დათესა„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ სამედიცინო კანაფი დათესა.  პარტიაში ამბობენ, რომ ეს თესლები არ შეიცავს არცერთ ნარკოტიკულ საშუალებას და გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით.

“პროექტი გვაქვს, რომლის მიზანიც არის CBD-სგან, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი, მთელი ციკლის რეალიზება. ესაა – დათესვა, კულტივიზაცია, გაზრდა”, – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა, რომ ეტაპობრივად საზოგადოებას აჩვენებენ, როგორ იზრება დათესილი კანაფი. მისი განმარტებით, სამხარაულში გაგზავნიან ნიმუშს და დაელოდებიან დასკვნას, რომ ის არ შეიცავს არავითარ ნარკოტიკულ საშუალებას.