გუკა რჩეულიშვილი – “აფხაზეთიდან ჩამოსულებს წყნეთში სუხუმური “გოვორი” და ის შავი ჩამოყვათ, ახლა რომ დემნამ სამყაროს ჩააცვა…”

გუკა რჩეულიშვილი - "აფხაზეთიდან ჩამოსულებს წყნეთში სუხუმური "გოვორი" და ის შავი ჩამოყვათ, ახლა რომ დემნამ სამყაროს ჩააცვა..."გუკა რჩეულიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ბევრი წელია, წყნეთში ვცხოვრობ, ეს ბოლო დროა კი მას აღვიქვამ კიდევაც)) რამოდენიმე თვეა, ფეხით დავდივარ ყოველდღე 5-6 კილომეტრს და ამ დაბის თავისებურებას ვაკვირდები.

წყნეთელები ძირძველი ქართლელები არიან, უშუალო ხალხი პურიტანული სულით და ხისტი მანერებით, აქ უკვე ბევრი თბილისელი სახლობს ეკლეკტურები, ზოგი მაღალი და ზოგი დაბალი, მათ ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ)) ასევე უამრავი დევნილი აფხაზეთიდან, მათ ზღვა ჩამოყვათ , სუხუმური “გოვორი” და ის შავი, ახლა რომ დემნამ სამყაროს ჩააცვა.

ადამიანები ყოველდღიურად სოფლის ცენტრში ერთმანეთს ვხვდებით ვცვლით ინფორმაციას და ვვაჭრობთ, მერე კი ყველა თავის ალტმანის ფილმების მსგავს ისტორიაში ბრუნდება, რომ მეორე დღეს ისევ შევხვდეთ.

გილოცავთ ყველას ბედობას.”