ხანძარი რუსთავში

ხანძარი რუსთავშირუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლი პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იყო მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ სახლში და შენობიდან მათი უვნებლად გამოყვანა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი