ხელვაჩაურში ოცნების ქალაქში ბინა დაიწვა

ხელვაჩაურში ოცნების ქალაქში ბინა დაიწვახელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ხანძრის შედეგად, ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, ხოლო მეორე დაზიანდა.

როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნულ ბინაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა.

მათივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.

იპნ