„ხვალ აფრიკის დასახლებაში იგეგმება უსახლკარო მოქალაქეების  აშენებული „ქოხების” დემონტაჟი!“ – ლადო სადღობელაშვილი

„ხვალ აფრიკის დასახლებაში იგეგმება უსახლკარო მოქალაქეების  აშენებული „ქოხების” დემონტაჟი!“ - ლადო სადღობელაშვილილადო სადღობელაშვილი ფეისბუქზე წერსს:

„მინდა მივმართო უფლება დამცველებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს! მათ ვისაც ადარდებთ სოციალურად დაუცველების და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ბედ-იღბალი! ვისთვისაც ადამიანი წარმოადგენს ფასეულობას და თითოეულის სიცოცხლე ყურადსაღები და გასაფრთხილებელია!
– ხვალ 28 იანვარს აფრიკის დასახლებაში (ფაღავას ქუჩის ბოლოს) იგეგმება უსახლკარო მოქალაქეების თვითნებურად აშენებული “ქოხების” დემონტაჟი! მე პირადად ვიყავი დღეს და გუშინ იქ მისული გავეცანი ვითარებას და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ხალხი სახელმწიფოსგან ბედის ანაბარადაა დარჩენილი, მათ ზურგს უკან არ გააჩნიათ არც შემოსავალი არც ერთი გოჯი მიწა! მთავრობა კი იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხზე ზრუნავდეს, უქმნიდეს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობას და გვერდით ედგეს, დაკავებულია ამ გაუბედურებული მოსახლეობის დაწიოკებით. ზამთარში, სიცივეში თბილისის მერია აპირებს ამ ხალხის ქუჩაში დატოვებას! ბულდოზერებით და ტრაქტორებით ვაი ვაგლახით შეკოწიწებული ქოხების და ბარაკების დაშლას!
– მეგობრებო მოგიწოდებთ დავუდგეთ გვერდით ამ ხალხს არ მივცეთ უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებს უფლება, რომ დაჩაგრონ ისედაც გაუბედურებული მოსახლეობა!
– ხვალ დილიდან, 10 საათიდან მე იქ ვდგავარ ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად! გელოდებით!
საკ.ტელ 571800002“