მაია ასათიანი – “ვცოცხლობ 25-ჯერ წამში…”

მაია ასათიანი - "ვცოცხლობ 25-ჯერ წამში..."ჟურნალისტი მაია ასათიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც  გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ გადის.„იმდენად ბევრი მესიჯი მომდის, „რატომ არ გადის პროფილი“ გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა. მომიწია დროებით პაუზის აღება. 15 წლიდან ვმუშაობ. მომავალ წელს 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა. შესაბამისად, პროფილიც და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც „პროფილის“ ჯგუფი ამზადებდა ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე… მივეცი ჩემ თავს უფლება 30-წლიანი მუშაობის შემდეგ ცოტა ხანი დამესვენა.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, რადგან ძალიან ბევრი წერილი მომდის როდის დავბრუნდები. . მე ვცოცხლობ 25-ჯერ წამში…

მომიწია ახლა ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ეთერიდან წასვლა. მიყვარხართ ძალიან და მადლობა, რომ აქ ხართ ჩემთან ერთად“, – ამბობს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ნიუპოსტი