მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდებამართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“

ამასთან, პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

„იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს.“ – აცხადებს სააგენტო.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.

ბათუმელები