მელიქიშვილზე აფთიაქს ხანძარი გაუჩნდა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე ჯიპიესის აფთიაქში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფორმულა