ნეაპოლში 27 წლის სალო ტეტუნაშვილი დაიკარგა

ნეაპოლში 27 წლის სალო ტეტუნაშვილი დაიკარგაფეისბუკ ჯგუფში „ჩვენ ქართველები იტალიაში” წერენ:

„დაიკარგა სალო ტეტუნაშვილი, თუ ვინმემ იცით რაიმე გთხოვთ შეგვატყობინეთ. გუშინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა”

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოხუცი ქალის დამხმარედ მუშაობდა. თავად ტეტუნაშვილის ოჯახის წევრებიც ნეაპოლში ცხოვრობენ.

სავარაუდოდ, ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო. მოხუცის ვაჟიშვილი, სადაც ტეტუნაშვილი მუშაობდა, კარაბინერია, რომელმაც პოლიციაში განაცხადი უკვე გააკეთა, თუმცა იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო თვალთვალის კამერები გაიხსნას, საჭიროა გავიდეს კანონით გათვალისწინებული 48 საათი.

ბოლო კომუნიკაცია სალომე ტატუნაშვილთან ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

ექსკლუზივტვ.გე