ნათია ფანჯიკიძე – “სალომესავით ავთახთახდი და გადაბჟირდა თინუსა სიცილით…”

ნათია ფანჯიკიძე - "სალომესავით ავთახთახდი და გადაბჟირდა თინუსა სიცილით..."ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“რეკლამა დადის, სალომე ჭაჭუა ჯაივის ილეთს გვისხნის, დგას კოხტად, ულამაზეს კაბაში, თავადაც ულამაზესი და მიქსერის ცოცხივით თახთახებს.

ავდექი და მივბაძე, ავთახთახდი მეც და გადაბჟირდა სიცილით თინუსა, გამოვარდა დანარჩენი ოჯახი, ხოდა მას მერე თავი ისე მომაქვს, ვითომ ვხუმროოობ. ბავშვს ვაცინებ ნუ..”