ნავთლუღში 2 სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ხანძარი იყო. ნათელა იანქოშვილის ქუჩაზე ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

იპნ