„ნეტავ, შემეძლოს ჯარში გავუშვა… ლევანიკო აუტისტია“ – ნათია გოგსაძის შვილს პოლიცია უჩივის

„ნეტავ, შემეძლოს ჯარში გავუშვა... ლევანიკო აუტისტია“ - ნათია გოგსაძის შვილს პოლიცია უჩივის ნათია გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საგიჟეთში ვცხოვრობთ ……დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა) თურმე, ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პოლიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…… აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!! ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში…ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური …… ნეტავ, შემეძლოს ჯარში გავუშვა ,ნეტავ. სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ @ Mikheil Gaprindashvili და Ilia Gogsadze”.