ნონა მამულაშვილი – “ირაკლი ლატარია სუსის თუმნიანი ნასედკაა…”

ნონა მამულაშვილი - "ირაკლი ლატარია სუსის თუმნიანი ნასედკაა..."ნონა მამულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ამ უდღეურს და მის დამკვეთებს ადამიანური ხომ არაფერი აქვთ, თორემ სააკაშვილის თემით სანამ იმანიპულირებდნენ ისიც ეცოდინებოდათ, რომ ერთი თვის წინ მამა გარდამეცვალა და დედა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ძალით წავიყვანეთ მამისვე დაგეგმილ მოგზაურობაში.
როგორც ჩანს ირაკლი ლატარიას, რომელიც სუსის თუმნიანი ნასედკაა, დაევალა ჩემი პირადი ცხოვრების კადრების გადაღება/გამოქვეყნება და ამ უნიჭომ დიდი ხანი ეძება, რაღაც კომპრომატი რომ გადაეღო და მხოლოდ ეს შეძლო.
ლატარია (a.k.a ვერშემდგარი ლადო ბედუკაძე), რომ მხოლოდ უსუსური და უნიჭო შემსრულებელია, ეს გასაგებია, მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ სუსი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ჩემზე თვალთვალს ახორციელებს აქ კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად გამოჩნდა
ირაკლი ლატარიას სასამართლოში მოუწევს იმის ახსნა-განმარტება თუ რატომ და როგორ მოიპოვა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სადაც შესაძლებელია ჩემი არასრულუწლოვანი შვილების ფოტოებიც იყოს გადაღებული.
პს: რამოდენიმე თვის წინ დავიწყე უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის ინიციატივაზე მუშაობა, რაც უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველოს გაძლიერებას გულისხმობს. როგორც ჩანს არ მოეწონათ ჩემი ინიციატივა და იაფფასიანი კგბ-ს სტილში ცდილობენ ჩემ დისკრედიტირებას.”

ნონა მამულაშვილმა ირაკლი ლატარიას ამ პოსტს უპასუხა:

“სანამ რიგითი ნაცები შიმშილობდნენ, ნონა მამულაშვილმა ეგვიპტეში დასვენება დაგეგმა…
ყველამ უნდა დაისვენოს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც შენი პარტია და შენი ლიდერი მე_შიმშილება და შენ ასე ,,გულაობ”, რა დავარქვათ ამას?
საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს, ფარისეველთა რიგითი ქმედებანი..”

ირაკლი ლატარიამ ნონა მამულაშვილის ეგვიპტეში დასვენების ფოტოც გამოაქვეყნა:

ნონა მამულაშვილი - "ირაკლი ლატარია სუსის თუმნიანი ნასედკაა..."