ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წაუყენეს

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წაუყენესლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის, ნონა ჭაბაშვილის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარბაქაძეს ბრალი წარუდგინეს.

38 წლის მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციას არ ახმოვანებს.

„ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჯერჯერობით, პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს და დუმილის უფლებას იყენებს”, – აცხადებს ადვოკატი.

შემთხვევა 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა. თავდაპირველი ვერსიით, ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა თუმცა, საგამოძიები უწყების ინფორმაციით, 38 წლის გიორგი ბარბაქაძემ, ყოფილი მეუღლე, ნონა ჭაბაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, გაზით გარდაცვალების ინსცენირებისათვის კი, ბინაში, ანთებული გაზქურა დატოვა.

საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარებისას და გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცავებმა, ნონა ჭაბაშვილის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11’109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იპნ