ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი გიორგი ბარბაქაძე დააკავეს

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი გიორგი ბარბაქაძე დააკავესტრაგედია კახეთში – ლაგოდეხში 35 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. სამი შვილის დედის გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციამ ქალის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.

ადგილობრივებს მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მკვლელობის საღამოს ქალი სახლში არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ყოფილი ცოლი ბავშვების თვალწინ გაგუდა, შვილები სახლიდან წაიყვანა და ოთახში გაზის ონკანი მოშვებული დატოვა.

“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, მამაკაცი ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რის გამოც წყვილი 2 წლის წინ საბოლოოდ დაშორდა. 38 წლის გიორგი ბარბაქაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.