ოთო აბესაძე – “ჩემი საქმის აგენტ-პროვოკატორი აღსარებას მაბარებდა და ბოდიშებს მიხდიდა”

ოთო აბესაძე - "ჩემი საქმის აგენტ-პროვოკატორი აღსარებას მაბარებდა და ბოდიშებს მიხდიდა"ოთო აბესაძემ ფეისბუქში დაწერა:

“15 იანვარი სიმბოლურია ჩემთვის. 2018 წლის ამ დღეს დავტოვე 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე გირაოს სანაცვლოდ.
ხელმეორედ დავიწყე ცხოვრება ძალიან დიდი მინუსებიდან 28 წლის ასაკში.
ვიყავი თუ არა კორუმპირებული და მექრთამე? არა, არ ვყოფილვარ. 28 წლის ასაკში 3.000 ის გაჭირვება არ მქონია, რომ ამ თანხად დამენგრია ცხოვრება, კარიერა და მომავალი. (დაჭერის მომენტში ხელფასი 3.000 ზე ზუსტად 4 ჯერ მეტი მქონდა (სამსახური, უნივერსიტეტები, გრანტები) და 3.000 რომ მდომოდა, მინიმუმ 30 კაცი მაჩუქებდა, რომ მეთხოვა)
რა უნდოდათ? აი ზუსტად ეგ, რომ სამაგალითოდ დაესაჯათ “ვინმე ცნობილი” და დაენიშნათ დამნაშავედ.
ვისი კორუფცია უკვირთ? სოციალურად დაუცველი ჩინოვნიკები 5 წელში რომ მილიონერები ხდებიან, განა არ იციან?
ადვოკატების ძალიან დიდი შრომის შედეგად 2 წლის თავზე სასამართლოში დადასტურდა, რომ უი თურმე არ ვყოფილვარ ქრთამის ამღები
როგორი მარტივია, ხომ?
ეხლა ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ ძალიან დიდი დრამა იყო ეს. მოვინდომე და შევძელი ის, რომ 4 წელში გლდანის ციხიდან ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აუდიტორიამდე და გაერომდე მივედი. ესეც ხდება ხოლმე
ვიყავი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და არასოდეს მიმიყენებია სახელმწიფოსთვის ზიანი.
P.S. ჩემს საქმეში ფიგურანტი მთავარი მოწმე “აგენტ-პროვოკატორი” რომ მირეკავდა რამოდენიმე თვის წინ, აღსარებას მაბარებდა და ბოდიშებს მიხდიდა, ამაზე არაერთი განცხადება დავწერე სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ისე, რომ იცოდეთ, დღემდე რეაგირება არ ქონია არავის. კაცი ჩვენების მიცემას იხვეწება, რეალურად რა მოხდა
P.P.S. დიდი მადლობა ყველას ვისაც ჯეროდა ჩემი და ჩემს ოჯახს ედგა გვერდით.”