პაატა ზაქარეიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა არაფერი აინტერესებს”

პაატა ზაქარეიშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა არაფერი აინტერესებს"“ახალი თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სათავეში მინიმუმ  2024 წლამდე იქნება:

– ის ამაში დარწმუნებულია და ოპოზიციაც ამის გარანტიას იძლევა, იმიტომ, რომ, სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა, მას არაფერი აინტერესებს.

სამეგრელომ აჩვენა, რა ადვილი ყოფილა “ქართული ოცნების” დამარცხება, თუ არსებობს მოტივაცია. მოტივაცია ვერ შეუქმნა ოპოზიციამ ხალხს. სამარცხვინოზე სამარცხვინოა, როდესაც გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თურმე “სიკვდილის პირას” მყოფი სააკაშვილი დღეს ფიქრობს სიღარიბის დაძლევაზე. არჩევნების დროს სად იყვნენ?! მაშინ უნდა ელაპარაკათ ამაზე! არც ერთ პარტიას პროგრამა რომ არ წარუდგენია. სწორედ სიღარიბეა ამ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა. ესაუბრათ ამაზე არჩევნების წინ! ახლა, ციხიდან მოუნდა პროგრამაზე ლაპარაკი?! საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდა და სად არის ეს ადამიანი. პოლიტიკაში რომ არ არის, ეს გასაგებია.

– სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო დიდი კრიტიკა მოდის დასავლეთიდან. შეაფერხებს ეს “ოცნებას”?

– რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” თავისას გაიტანს. მისი მთავარი ამოცანა დღეს უტიფრობა და ამ უტიფრობით თავის გატანაა. პრობლემა ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება კი არ არის, პრობლემა ის არის, როგორ რეაგირებს ამისთანა რაღაცებზე “ქართული ოცნება”. ის რეაგირებს უტიფრად, ცინიკურად და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სუფთა რუსული პოლიტიკაა. დღეს ცხადია ერთი რამ, “ქართულ ოცნებას” არ უნდა დემოკრატია. მას უნდა, ძალაუფლების მფლობელი და ბატონ-პატრონი იყოს. ხალხიც არ აპროტესტებს, მიყვება მათ და სწორედ ეს აძლევთ მათ ამდენი უტიფრობის უფლებას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა