“პარიზის ცენტრში ქართულად მოსაუბრე ბავშვი და დედამისი მე-4 დღეა, გარეთ ათევენ”

"პარიზის ცენტრში ქართულად მოსაუბრე ბავშვი და დედამისი მე-4 დღეა, გარეთ ათევენ"ელენამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედა. ოჯახი, რომელიც უკვე მე 4 დღეა, გარეთ ათევს. ისინი შეეკედლნენ ერთერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და სამწუხაროდ, ესეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროს უქონლობის გამო, შეძლებისდაგვარად დავეხმარე და გავაგზავნე ამ მისამართზე:
3 Rue de Lesdiguières. Bastille
ამ მისამართზე მდებარეობს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება საბუთის წარდგენაში, აქ მათ შეუძლიათ გაჭამონ დღისით და ღამე გაგათენებინონ კვირაში ერთხელ.
ფოტო ინტერნეტიდან, ყურადღების მისაქცევად.”