პეტრე კოლხი – “წუხელ თრომბმა კინაღამ დამამარცხა…”

პეტრე კოლხი - "წუხელ თრომბმა კინაღამ დამამარცხა..."პეტრე კოლხმა ფეისბუქში დაწერა:

„დღეს წირვაზე ვერ დავდექი, რადგან წუხელ თრომბი ისე მიტევდა, ლამის დამამარცხა. ვიცი, ეს ამბავი ბევრს გაუხარდებოდა და იტყოდნენ, ძლივს არ დადუმდაო?! იქნებოდნენ ისეთებიც, გაუხარდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, ნიანგის ცრემლებს ისე დაღვრიდა, ვითომ არასდროს უნატრია ჩემი განადგურება… ძვირფას კუბოშიც მომათავსებდნებ და უკანასკნელ გზაზე ისეთი პატივით გამაცილებდნენ, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, საკუთარი თავის შემშურდებოდა, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ და ჩემი ნება რომ იყოს, ცოტა ხანი სიკვდილს არ ვაპირებ…
წუხელ ერთმა სასულიერო პირმა ისეთი მძიმე მოსასმენი ისტორია მომწერა, კანში ვერ ვეტევი.

აქ არ ვდებ შეგნებულად, რომ პრობლემა არ შეექმნას…
ბოლოს ისიც მითხრა, ვინმეს იმედი გაქვსო?! ეს კითხვა ძალიან ორაზროვანი იყო, თავადაც იცოდა, სად ჩვენი სისტემა და სად ერთსულოვნება…

ამერიკიდან, ახლოდანაც დამიკავშირდნენ მეგობრები და მითხრეს, არ შეუშინდე, კომუნალურების გადახდაში დაგეხმარებითო…

მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ სულ სხვას რატომ უნდა ვუყურო?! რატომ უნდა წუხდებოდეს ყოველთვის სხვა იმისთვის, რომ თავი გაიტანო…

უუნარო, უმექმედო, შეუგნებელი, უცოდინარი ვარ, რომ სხვამ მარჩინოს?!

მე არაფერი მაქვს დასაკარგი, ღმერთს ადამიანები ვერ დამაკარგვინებენ, ის ჩემს გულში ცოცხლობს….
ღმერთი ხომ თავად გვასწავლის, გავთავისუფლდეთ მონობისაგან…

მე არ ვაპირებ მონობასთან შეგუებას…ვიცი, არავინ შეიწუხებს თავს, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვიქნები…ხვალ დავდგები და ჩავატარებ ერთი კაცის აქციას და გავაპროტესტებ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტს აწუხებს!..გავაპროტესტებ სიკვდილამდე!..“

პრაიმ ტაიმი