“ფაბრიკაში დღეს პირველად გადიოდა” – ხობთან ავარიაში მიმოზა ბულია დაიღუპა

"ფაბრიკაში დღეს პირველად გადიოდა" - ხობთან ავარიაში მიმოზა ბულია დაიღუპაქალი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ბიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი მიმოზა ბულიაა.

მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ოჯახთან ერთად კი სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობდა.

ახლობლების ინფორმაციით, იგი ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელი იყო.

“დღეს პირველად გადიოდა დანიშვნიდან სამსახურში და ასეთი ტრაგედია დატრიალდა. სახლში ჰყავს ინსულტგადატანილი მეუღლე, რომელსაც თავად უვლიდა, არ ვიცი რა ვთქვა… ეს სამარშრუტო ტაქსი ფაბრიკის იყო, სწორედ მას მიჰყავდა სხვა თანამშრომლებთან ერთად ფოთში”,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქა შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, მიმოზა ბულია ადგილზე დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა. იგი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაწყებულია გამოძიება.

პრაიმ ტაიმი