ყაზახეთში, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობისას, გარდაცვლილთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
„საგანგებო მდგომარეობის დროს 225 ადამიანის ცხედარი მორგებში გადაასვენეს, მათგან 19 სამართალდამცავი და სამხედრო პერსონალი იყო“, – განაცხადა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა.
“სხვები იყვნენ “შეიარაღებული ბანდიტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმებში”, – დასძინა შალაბაევმა.
„სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტული აქტების მსხვერპლი”, -აღნიშნა პროკურორმა.
გენერალური პროკურატურა დაახლოებით 550 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ 2 600 ადამიანი იმყოფება, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ 164 ადამიანის დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. ყაზახეთში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.