“რა ეშველება მის 3 ობოლს” – ჩოხატაურში მამაკაცი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

"რა ეშველება მის 3 ობოლს" - ჩოხატაურში მამაკაცი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპაუბედური შემთხვევა მოხდა  ჩოხატაურში – “გურია ნიუსის” ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც ე.წ. “დრუჟბით”, კერძო სამუშაოს ასრულებდა, ხიდან ჩამოვარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, მენჯის მოტეხილობა, თირკმლის დაჟეჟილობა და ქალა-ტვინის ტრავმა.

მამაკაცი კატასტროფის ცენტრის ავტომანქანით ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გარდაიცვალა.

“რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს. დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. საცოდაობაა. თითონაც ობლად, უდედოდ გაიზარდა. რა ბედი ჰქონიათ. უბედური მამამისი, რა გააძლებინებს”, _ უთხრა “გურია ნიუსს”  ოჯახის ახლობელმა.