რიკოთზე ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა

რიკოთზე ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახარიკოთზე უამინდობის გამო ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში სამარშრუტო ტაქსიც მოჰყვა. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის 11 კი კლინიკებში სხვადასხვა სახის მოტეხილობებით გადაიყვანეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები არ იწმინდება და ტექნიკურ მარილს არ ყრიან, რის გამოც გადაადგილება ჭირს.

მათივე თქმით, მთელი ღამის მანძილზე სატვირთოები გაჩერებული ჰყავთ და დილით ისინი მოძრაობას ერთიანად ანახლებენ, რაც გზას კიდევ უფრო გადატვირთულს ხდის.

მთავარი