ვიდეო თამაშების ეპოქა სულ ორიოდე ათწლეულია რაც დაიწყო და სულ უფრო მეტად პოოპულარული ხდება. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, იხვეწებს ეს სფეროც, რაც აისახება განსაკუთრებით მაღალ გრაფიკაში. როგორც წესი, მათი თამაშისთვის ტელევიზორია საჭირო, თუ, რა თქმა უნდა, გაფართოებულ რეალობას არ იყენებთ და 3დ თამაშებს არ თამაშობთ. თავის მხრივ, ტელევიზორის მთავარი დანიშნულება წლების განმავლობაში ინფორმაციის მიღება და გართობა იყო. უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ტელევიზორი ნებისმიერი ოჯახის შეუცვლელ საგნად იქცა, რომელიც საღამოობით დასვენების და გართობის შეუცვლელი საშუალება იყო. ის შექმნის დღიდანვე ძალიან მალევე გახდა პოპულარული, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გამოკლებით, ვინც თვლიდა რომ ეშმაკის მანქანა იყო და ჩუმ-ჩუმად ანტივაქსერულ კამპანიებს აგორებდა სამეზობლოში. ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერებმა ტელევიზორს გავლენა დააკარგვინა, თუმცა თანამედროვე ადამიანებში მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებს პოპულარობას. ჟამთა სვლისას განვითარდა ტელევიზორთა ტექნიკური შესაძლებლობები და ადაპტირდა თანამედროვე გამოწვევებზე, შესაბამისად დღეს არსებული მულტიფუნქციური და მაღალი ხარისხის ტელევიზორი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ვიდეო თამაშების მოყვარულებსა თუ ნეტლიქსისა და ჩილინგის მოყვარულთათვის.
იმისათვის, რომ მსოფლიოში პოპულარული კონსოლის, PS5-ის თამაშისას საუკეთესო გამოცდილება მიიღოთ, აუცილებელია მაღალი ხარისხის მონიტორი, რომელიც აუცილებლად მოგგვრით სიამოვნებას თავის უკანა ნაწილში და იძულებულს გაგხდით თამაშის დახურვამდე დაივიწყოთ თქვენი მეგობრები. თავის მხირვ, მოთამაშეებისთვის საუკეთესოზე ფიქრობენმწარმოებლები და ყოველთვის ითვალისწინებენ მათ სურველბსა თუ მოლოდინებს, შესაბამისად ყოველწლიურად ცდილობენ შექმნან გეიმინგზე მაქსიმალურად მორგებული ტელევიზორები, რომელიც ახალი გამოცდილებით აავსებს ნებისმიერ მოთამაშეს. სტატიაში გაგაცნობთ 2021 წლის იმ საუკეთესო ტელევიზორების ტრენდებს, რომელიც იდეალურია PS5-ის სათამაშოდ და ნეტფლიქსის საყურებლად.
LG C1 OLED
LG-ის ეს მოდელი ნამდვილად იდეალურია ნებისმიერი ტიპის ვიდეოთამაშისთვის, მას შეუძლია ავტომატურად ჩართის პიქსელები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითქმის უსასრულო კონტრასტის დიაპაზონი და სრულყოფილი შავი ფერი აქვს, რომელიც ნათელი ფერის გარშემო არ ყვირის და იძლევა იდეალურ გამოსახულებას ნებისმიერ ექშენ კადრში. ტელევიზორს ფართო ხედვის კუთხე აქვს, თითოეული პიქსელი კი ანაწილებს სინათლეს ყველა მიმართულებით, რაც საუკეთესო გამოცდილებას პირდება ნებისმიერი ტიპის მოთამაშეს. ტელევიზორის 120 ჰერციანი პანელი აღჭურვილია VRR მხარდაჭერით და HDMI 2.1 შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოს 4K გამოსახულებას 120fsp-მდე თამაშისას. გასათვალისწინებელი ფაქტორია ე.წ. “screen burn”, რასაც ასეთი ტიპის ტელევიზორებში ხშირად შეხვდებით მუდმივად მაღალი განათების ფონზე მუშაობისას, ამ მოდელს ეს პრობლემა არ შეექმნება, ვინაიდან HRD-ის მეშვეობით, რომელიც განათებას არეგულირებს, იმდენად არასოდეს ნათდება, რომ აღნიშნული ხარვეზი გაუჩნდეს.
Sony X90J
სონის ტელევიზორების ეს კონკრეტული მოდელი ნამდვილად არის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო თამაშების ხანგრძლივი თამაშებისთვის, რადგან სპეციალურად ჩაშენებული LED მოწყობილობა ეკრანს screen burn-ებისგან იცავს, რაც შესაძლებლობას იძლევა მაღალ განათებაზე თამაში ხანგრძლივი დროით ხელმისაწვდომი იყოს. ამას გარდა, იქიდან გამომდინარე, რომ PS5-იც სონის პროდუქტია, ტელევიზორს ნებისმიერი კონტენტის გაშვების მხარდაჭრა და სწრაფი რეაგირების დრო აქვს. 120 ჰერციანი პანელი და HDMI 2.1 მხარდაჭერით ნამდვილად ნებისმიერი ისიამოვნებს.

