რუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

რუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალარუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პნევმონიის გამო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსახიობს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, რეაბილიტაციისთვის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დააწვინეს, თუმცა, მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კურავლიოვი 1936 წლის 8 ოქტომბერს, მოსკოვში დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი 1960 წელს, ფილმში მიჩმან პანინ შედგა.

მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს შორისაა „აფონია“, „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, „მიმინო“, „თურქული გამბიტი“ და „ეძებეთ ქალი“.

იმედინიუსი