რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალარუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციი VII მიკრორაიონში, ერთერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდიოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ.

არსებული ინფორმაციით, არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკოკომას.

ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

ინფორუსთავი