რუსთავში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

რუსთავში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს “ჰონდას” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა, ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის მოაჯირი შეანგრია და ბორდიურზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 2 თვის ბავშვი კი დაიღუპა, რომელიც ჰონდაში იჯდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ჩვილის დედა, მამა და ასევე მცირეწლოვანი ძმა, რომელიც კლინიკა “რუსთავიდან” თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა “რუსთავის” დირექტორი, თამაზ მოდებაძე “ინფო რუსთავთან” აცხადებს, არ ფლობს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მათთან შეყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი