“ტეკილა ჩავცალე და პატრულმა მართვის მოწმობა წამართვა… როდემდე ვითმინოთ ეს თავგასულობა?!”

"ტეკილა ჩავცალე და პატრულმა მართვის მოწმობა წამართვა... როდემდე ვითმინოთ ეს თავგასულობა?!"მარო კალატოზიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“საღამოს მაღაზიაში ტეკილა შევიძინე, სახლამდე ვერ მოვითმინე და მანქანაში ნახევარი ბოთლი ჩავცალე. ეს პატრულმა დაინახა, გამაჩერა და ალკოტესტი ჩამიტარა. მართვის მოწმობა ჩამომართვეს და ხომ ვერ მეტყვით რატომ? ასე როგორ შეიძლება, რამდენიმე ყლუპი ტეკილას გამო ამხელა ამბის ატეხვა ვის გაუგია? როდემდე უნდა ვიყოთ ჩუმად და ვითმინოთ ეს თავგასულობა და უსამართლობა?”