თამუნა მუსერიძე – “ბავშვი შეიძლება მოპარული იყო” – როგორ წაიყვანეს ამერიკაში თბილისიდან პატარა ბიჭი

თამუნა მუსერიძე - "ბავშვი შეიძლება მოპარული იყო" - როგორ წაიყვანეს ამერიკაში თბილისიდან პატარა ბიჭითამუნა მუსერიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ინფორმაცია მოგვაწოდა ამერიკაში მცხოვრებმა ქალბატონმა:
2003 ან 4 წლებში ვცხოვრობდი კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ვალინგფორდში. მომიხდა კბილის ექიმთან მისვლა, მან ჩემი ვინაობის გაგების შემდეგ მომიყვა, რომ მას ჰყავს ორი ნაშვილები ბავშვი.

პირველად ბავშვის ასაყვანად ჩავიდა მოსკოვში და იშვილა ბიჭი, იქ ვიღაცას უთქვამს, კიდევ თუ გინდა ბავშვის აყვანა, საქართველოში წადიო. ჩამოსულა მეუღლესთან ერთად და ერთი კვირა დარჩენილა თბილისში. ჳელოდებოდით, ბავშვი როდის გამოჩნდებოდაო, გადავიხადეთ ძვირი, ძალიან გაგვიჭირდა წამოყვანა, პასპორტის გაკეთებაო.

ბავშვის სურათი მეორე დღეს მოიტანა და მაჩვენა, სახელად ქვია გიორგი, გვარიც მითხრა. შავგვრემანი ბრიალა თვალებიანი ბავშვი იყო, თან უნიჭიერესი ბავშვი ყოფილა მეორე კლასის მოსწავლისთვის სპეციალური პროგრამა შეუდგენიათ თავისი ასაკის ბავშვებს ბევრად უსწრებს განვითარებითო.

ეს ქალაქი პატარა ქალაქია. თუ ვინმეს მიუწვდება ხელი და დაუკავშირდება, მე გვარი, საუბედუროდ, აღარ მახსოვს. თვითონ ექიმი ბავშვს არ უმალავდა, რომ ქართველია. პირიქით, რომ ვეუბნები, ბავშვი თვითონ ეძებს საქართველოს შესახებ ცნობებსო.

მე მაშინვე შევეჭვდი, რომ ბავშვი მოპარული იყო.

ექიმს კერძო კლინიკა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც იქ არის. ბავშვი ალბათ 86-87 წლებში იქნებოდა დაბადებული.”