თამუნა თანდაშვილს სტამბულის აეროპორტიდან საქართველოში ჩამოსვლაში პრობლემები შეექმნა.
რამდენიმე საათის წინ მან ფეისბუქში დაწერა:
“3 დღეა გზაში ვარ. ჩემგან ალბათ ძალიან უხერხულია, მაგრამ ავიახაზები რომლითაც მოვფრინავ, ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას!
ხომალდის მეთაურმა ამ მწვავე კოვიდში 5 საათი დაგვამწყვდია ბორტზე და წყალი 4 საათის შემდეგ იძულების წესით დაურიგა მგზავრებს, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, ნაოპერაციებ მოხუცებს….
ფრენა რასაკვირველია გაუქმდა… ჩვენ 5 საათი ვისხედით ხომალდში, რომელიც უამინდობის გამო ვერ აფრინდა!
მოკრძალებით ვითხოვე მეთაურთან გასაუბრება – მსგავსი უზრდელი და ცუდი კომუნიკაციის პილოტი არასოდეს შემხვედრია.
5 საათის განმავლობაში მხოლოდ 1 განცხადება გააკეთა!
აეროპორტში საერთოდ გაუგებრობა! ორგანიზება 0, რა კომფორტზეა საუბარი
ავიაკომპანიის წარმომადგენელი მწვანე კლანჭებით გაჰკიოდა, ათათურქი წამოაყენა, ისეთი ხმით!”
შემდეგ ეს პოსტი:
“მესამედ რომ დამემართოს კოვიდი, იმ პილოტს მოვძებნი და პირბადით მოვახრჩობ”
შემდეგ:
“თუ ვერ გამოგაფრენთ, გაგუნდავებთ მაინცო ბოლო ცნობა პეგასუსისგან”
ბოლოს ყველაფერი კეთილად დასრულდა:
“მზად ვარ ტაში მოვცხო, არადა სხვებს დავცინოდი!
Landed!!!! თბილისში ჩამოვფრინდით 22 იანვრის მგზავრები
მთელ ბორტს რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი სჭირდება, ერთჯერადი ვიზიტი ფსიქოლოგთან უძლურია! მარია აზა მასცევას სახელობის რიჰაბი!”

