თეა გვასალია – “ბედობის ღამეს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დამესიზმრა…”

თეა გვასალია - "ბედობის ღამეს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი დამესიზმრა..."თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“ბედობის ღამის სიზმრის ამხსნელი მჭირდება სასწრაფოდ . შარშან დედაჩემის გარდაცვლილი კლასელი დამესიზმრა, და თავის შვილზე მელაპარაკა, წელს კი მე და ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ვისხედით მონკლოაში (ესპანეთის პრემიერის რეზიდენციაა) და ის თავს იმართლებდა, ჩემი ბრალი არაა, ესპანეთში ასე რომ გაიზარდა დენის გადასახადი, სამაგიეროდ მინიმალურ ხელფასებს ვზრდიო.

მე სამედიცინო სფეროში გატარებული რეფორმები დავუწუნე, თბილისში საელჩოს გახსნა ვურჩიე და ვუთხარი, ერთ ჩემს მოსწავლეს ისე უყვარხარ, შვილები დიდი ყავს უკვე და ამიტომ ძაღლს დაარქვა შენი სახელითქო.

მან მიპასუხა, ძაღლისთვის პაბლო დაერქმია ჯობდაო (პაბლო კასადო მისი მეტოქე და სახალხო პარტიის ლიდერია). გაიგე, Tatia Sulakvelidze შენ თუ გადაარქმევ ძაღლს სახელს, თორემ მე ამ სიზმრიდან არაფერს ველი .”