თელავში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ახალგაზრდა დაშავდა

თელავში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ახალგაზრდა დაშავდათელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.ა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

იპნ